შინაარსი
უმრავლესობას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხება გვაქვს სახანძრო კარებთან, მაგრამ რამდენი ვიცით მათი როლისა და მნიშვნელობის შესახებ? სახანძრო კარები არის სპეციალიზირებული კარის ტიპი, რომელიც უძლებს ხანძრის პირდაპირ ზემოქმედებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ხელს უშლის ხანძრის გადაადგილებას. ამ ტიპის კარების დანიშნულებაა: ხელი შეუშალოს ხანძარს ერთი სივცრიდან მეორეში გადაადგილებას; მისცეს ადამიანებს მეტი დრო რათა დატოვონ შენობა ხანძრის შემთხვევაში; კარები ხელს უწყობს ხანძრის ლოკალიძებას იმ სივრცეში სადაც გაჩნდება ხანძარი.
ვინაიდან ხანძრის საწინააღმდეგო კარი ატარებს სასიცოცხლო მნიშვნელობას ყველა კარი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო დადგენილ სტანდარტებს, ხოლო კომპანიები რომლებიც აწარმოებენ სახანძრო კარს უნდა ფლობდენ შესაბამის სახანძრო კარის წარმოებითვის სერთიფიკატს. მსოფლიოს ქვეყნების უმრაბლესობაში კომერციული და დიდ შენობებში სახანძრო სისტემის არსებობა უკვე კანონით არის რეგულირდება, შესაბამისად დიდია მოთხოვნაც ამ ტიპის კარებზე.
Çelik Door გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო კარებს. ჩვენი კომპანიის ხანძარსაწინააღმდეგო კარები წარმოებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, რაც იძლევა სანდოობის გარანტიას. გარდა ამისა Çelik Door-ი გთავაზობთ კარების ფართო არჩევანს, შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ თქვენი შენობისთვის შესაბამისი ფორმისა და ზომის ხანძარსაწინააღმდეგო კარები.
სახანძრო კარის წარმოება
სახანძრო კარების წარმოება მათი სასოცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი კარების წარმოებისაგან. არსებობს რეგულაციები და კანონები რომლებიც დაცული უნდა იყოს სახანძრო კარების წარმოებისას. უსაფრთხოების თვალსაზრისით უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ხარისხიანი მასალით წარმოება. მნიშვნელოვანია კარის დამფარველი გარსის სწორად შერჩევა.
სახანძრო კარების მწარმოებელი კომპანია უნდა ფლობდეს სახანძრო კარების წარმოების სპეციალურ სერთიფიკატს. ხანძრის გაჩენის დრო და ფორმა უცნობია, ამიტომაც მუდმივად მზად უნდა ვიყოთ და უნდა მივიღოთ უსაფრთოების ზომები, ერთ ერთი ასეთი კი სახანძრო კარის არსებობაა. არსებობს სხვადასხვა ტიპის სახანძრო კარი, ესენია: ერთ ფრთიანი სახანძრო კარი, ორფრთიანი სახანძრო კარი და მინის, ორფრთიანი სახანძრო კარი გამოიყენება ხალხმრავალ შენობებში, რათა ხანძრის შემთხვევაში ბევრმა ადამიანმა თავისუფლად შეძლოს მისი გამოყენება, ერთფრთიანი კი გამოიყენება ისეთ შენობებში სადაც ნაკლები ხალხია. სახანძრო კარები უნდა შეესაბამებოდეს შენობის სტრუქტურასა და საჭიროებებს. სახანძრო კარები სიგანე 80 სმ, სიმაღლე არ უნდა იყოს 200 სმ-ზე ნაკლები. სახანძრო კარს არ უნდა გააჩნდეს ზღურბლი.
აუცილებელია სახანძრო კარის სახელური იყოს არაწვადი მასალისგან შექმნილი. ხანძრის შემთხვევაში მარტივად უნდა იღებოდეს კარი. სიცოცხლის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ უნდა ატარებდეს კვამლს. გარდა იმისა რომ სახანძრო კარი უნდა დამზადდეს ხარისხიანი მასალით, კარის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მისი სწორად დამონტაჟებაც.
სახანძრო კარების მოდელები
სახანძრო კარი უნდა გააჩნდეს ნებისმიერ შენობას სადაც ადამიანები იმყოფებიან, ესენი შეიძლება იყოს სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ისეთი როგორიცაა, ბინები, ვილები, სამუშაო ადგილები, სასტუმროები, საავადმყოფოები, რესტორნები და სხვ. სახანძრო კარს, გასულ წლებში მხოლოდ მაღალსართულიან კორპუსებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში ვხვდებოდით დღეს კი თითქმის ყველა სივრცეში სავალდებულო გახდა, სახანძრო კარი– დასახელებიდანაც ჩანს რომ, ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას დიდ ტერიტორიებზე. ის ამცირებს კვამლის გავრცელებას შენობის სხვადასხვა ნაწილებსს შორის.
ამგვარად, ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს უსაფრთხოდ დატოვონ შენობა, თითოეულ სახანძრო კარს კარების მსგასად სახანძრო კარი შედგება ჩარჩოსა და დაფისაგან. ფოლადის სახანძრო კარს უფრო მაღალი გრადუსის მაჩვენებელი გააჩნია, შესაბამისად ბევრად უფრო მდგრადი და სანდოა. სახანძრო კარის შემადგენობაშია მეტალის ანჯამა. იმიტომ რომ რკინის ანჯამა ხანძრის შემთხვევაში უზრუნველყოფს კარის კედელზე დიდხანს დამაგრებას. საკეტები, კარის სახელურები არის სახანძრო კარის აუცილებელი შემადგენელი ნაწილები.
არსებობს სახანძრო კარის სხვადასხვა მოდელები, ესენი შეიძლება იყოს სტანდარტული, უჟანგავი, სისტემური კაბინეტის სპეციალური სახანძრო კარი, ეს უმეტესად მინიანი სახანძრო კარია, ფრთის მიხედვით – ერთფრთიანი და ორფრთიანი, საკეტი სისტემის მიხედვით ჩაფლული და ზედაპირზე საკეტი სისტემით, სახანძრო კარები გაგრილების სისტემით, ასევე მოდელები განსხვავდება ფერის მიხედვითაც.
სახანძროკარისმახასიათებლები
მოგეხსენებათ, სახანძრო კარი ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას და ამცირებს კვამლის გავრცელებას შენობის სხვადასხვა ნაწილებს შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და უფსზრუნვლყოფს ადამიანების შენობიდან უსაფრთხო გასვლას. ვინადან სახანძრო კარი ატარებს სასიცოცლოდ მნიშვნელოვან როლს ადამიანის სიცოცხლის დაცვაში ის უნდა ფლობდეს გაკვეულ მახასიათებლებ, რაც მას განასხვავებს ჩვეულებრივი კარიდან.
პირველ რიგში სახანძრო კარი უნდა ფლობდეს სპეციალურ სერთიფიკატს, რაც მას აღიარებს უსაფრთხო სახანძრო კარად.
სახანძრო კარის მახასიათებლებია:
- სახანძრო კარის წარმოებაში გამოიყენება ჰიდრავლიკური (არაწვადი) მასალა;
- გამოიყენება შუასადებები, რომელიც ხელს უშლის კვამლის გავრცელებას;
- შესაძლებელია ნებისმიერი ზომისა და ფერის სახანძრო კარის დამზადება;
- არსებობს როგორც ერთ ასევე ორფრთიანი სახანძრო კარი;
- სურვლის შემთხვევაში შესაძლებელია კარის ნაწილში ჩაისვას მინა.
ხანძარსაწინააღდეგო კარი უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისგან:
ჩარჩო და ფრთა: სახნძრო კარის როგორც ჩარჩო ასევე ფრთა უნდა დამზადდეს ცეცხლგამძე მასალისაგან.
ანჯამები: რკინის კარის დასაკიდი ნაწილი, რომელმაც ცეცხლის გავრჩელების პერიოდშიც კი უნდა შეძლოს კარის კედელზე მიმაგრებულ მდგომარეობაში დარჩენა.
აქსესუარები (საკეტი, სახელურის კომპლექტი და საავარიო გასასვლელი მოწყობილობები): საკეტის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის ინარჩუნებს კარს დახურულ მდგომარეობაში ხანძრის გავრცელების დროს. მკლავების კომპლექტები და საავარიო გასასვლელი მოწყობილობები საშუალებას აძლევს ადამიანებს ხანძრის დროს უსაფრთხოდ გავიდნენ შენობიდან.
დახურვის მექანიზმი: ხანძრის დროს სახანძრო კარები ყოველთვის დახურული უნდა იყოს. ამას კი ზამბარის საკიდი უზრუნველყოფს. გასაბერი შუასადებები: კარსა და ჩარჩოს შორის არსებული სივრცეების დასახურავად, გამოიყენება გასაბერი შუასადებები, რომელიც შექმნილია კარის კიდეების გასწვრივ, განკუთვნილია გაფართოებისთვის, როდესაც ტემპერატურა გარკვეულ ზღვარს აღემატება.
სახანძრო კარის ფასები
სახანძრო კარები საშუალებას აძლევს ადამიანებს სწრაფად მიაღწიონ უსაფრთხო ადგილს ხანძრის შემთხვევაში, ქმნის უსაფრთხო ადგილს ადგილს კვამლის, ალისა და სითბოს დალუქვის გზით, ხელს უშლის ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელებას, რადგან ცეცხლგამძლეა, ამცირებს რისკს. შესაბამისად სახანძრო კარების ხარისხი უაღრესად მნიშვნელოვანია. სახანძრო კარები იწარმოება როგორც ერთფრთიანი ასევე ორფრთიანი სასურველ ზომებში და ფორმებში. სახანძრო კარის ფასები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქციის დამოკიდებულია შემადგენელი მასალის ხარისხზე, მოდელებზე, შემადგენლობაზე და აღჭურვილობაზე.
არსებობს სახანძრო კარის სხვადასხვა მოდელები. მოდელები განსხვავდება, ფერის, ზომისა და ფორმის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი შენობის შესაბამისი სახანძრო კარი, შესაფერის ფასებში. ასე მაგალითად, ერთფრთიანი სახანძრო კარის ფასი უფრო დაბალია ვიდრე ორფრთიანის. მოგეხსენებათ ორფრთიანი კარი უფრო ფართოა და უზრუნველყოფს უფრო მეტი ადამიანის გატარებას ხანძრის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, ასევე განსხვავებულია მინიანი სახანძრო კარის ფასები, მინა დამაგრებულია კარის შუა ნაწილში და რათქმაუნდა ცეცხლგამძლეა. მინიანი სახანძრო კარის ფასი უფრო მარალია ვიდრე ჩვეულებრივი სახანძრო კარის. აღსანისნავია რომ მინა მაგრდება როგორც ერთფრთაინ სახანძრო კარებზე, ასვე ორფრთიან სახანძრო კარებზე, შესაბამისად განსხვავდება ფასებიც. ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერს.